თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბაქოში 7 სექტემბერს გაიმართება, იუწყება РИА Новости სააგენტო APA-ზე დაყრდნობით.
"გახდა ცნობილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის თარიღი. შეხვედრა ბაქოში 7 სექტემბერს გაიმართება", — იუწყება სააგენტო.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების მეთაურები ბაქოში იმსჯელებენ რეგიონული დღის წესრიგის საკითხებზე, სამმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე პროექტებზე, რომლებსაც სამი ქვეყანა ახორციელებს.
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა 2012 წლის 8 ივნისს ჩატარდა. მაშინ ხელი მოეწერა ტრაპიზონის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მას შემდეგ შეხვედრები წელიწადში ორჯერ რეგულარულად ტარდება.