ალეკო ელისაშვილს ხელმოწერების შესაგროვებლად 7 დღე აქვს

© FB / Alexander Elisashviliალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ალეკო ელისაშვილი 1 სექტემბრამდე ვერ მოასწრებს 10 000 მომხრის ხელმოწერის შეგროვებას, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი შეიძლება აღმოჩნდეს წინასაარჩევნო კამპანიის გარეთ, 10 000 მომხრის ხელმოწერის შესაგროვებლად ცესკომ მას მხოლოდ შვიდი დღე მისცა.

თბილისის მერის არჩევნები, ისევე როგორც სხვა 63 ქალაქისა და რაიონის მერის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ბოლო მონაცემებით, ალეკო ელისაშვილის გარდა, თბილისის მერის პოსტზე რვა პარტიიდან პრეტენზიას კიდევ ექვსი კანდიდატი აცხადებს.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნები: დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია

კანდიდატის პოსტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკუთარ პრობლემებზე Facebook-ის საკუთარ გვერდზე თავად ელისაშვილმა დაწერა.

„გულითადი თხოვნა ყველა ჩემს მხარდამჭერს! გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას როგორც ჩანს ჰგონია რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას. მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას — რომ არ ვართ ცოტანი", — დაწერა ელისაშვილმა.

ამ წუთებში ალეკო ელისაშვილი თავის მომხრეებთან ერთად თბილისის ქუჩებში ხელმოწერებს აგროვებს.

ელისაშვილის ბრალდებას ცესკომ უკვე უპასუხა.

„განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება. რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა — 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა — 9587). შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს", — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო ღონისძიებების კალენდარი

დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებას გამოეხმაურა მისი კონკურენტი — კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზაალ უდუმაშვილი.

„მე ვთავაზობ ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას", — განაცხადა უდუმაშვილმა ბრიფინგზე.

ალეკო ელისაშვილს კონკურენტის წინადადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ: კახა კალაძე („ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო"), ზაალ უდუმაშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის"), თენგო შერგელაშვილი („შენების მოძრაობა"), ირმა ინაშვილი („საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"), კახა კუკავა („გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო", „თავისუფალი საქართველო") და დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0