რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ს ვიზების მიღება საქართველოში ამერიკის საელჩოში შეუძლიათ

გამოწერა
აშშ-მა მთელ რუსეთში შეაჩერა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა 1 სექტემბრამდე, როდესაც ეს პროცედურა მხოლოდ მოსკოვში მდებარე საელჩოში განახლდება.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩო რუსეთის მოქალაქეებისგან ჩვეულ რეჟიმში იღებს განაცხადებს ამერიკული ვიზის მისაღებად, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия დიპლომატიური მისიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს აშშ-მა მთელ რუსეთში შეაჩერა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურა, რომელიც 1 სექტემბერს განახლდება, თუმცა მხოლოდ მოსკოვში მდებარე საელჩოში. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკული ვიზის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სადაც განაცხადის განხილვის ვადები ნაკლებია, ვიდრე მოსკოვში.

აშშ–ის საელჩოს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
აშშ–ის საელჩომ ტაჯიკეთში საქმიანობა შეაჩერა

„საქართველოში აშშ-ის საელჩოსათვის ჩვეულ სამუშაო პროცესს წარმოადგენს განცხადებების მიღება მესამე ქვეყნების მოქალაქეებისგან, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისგან", — განაცხადეს საელჩოში.

ვაშინგტონმა სიახლე იმით ახსნა, რომ რუსეთში დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლების რაოდენობა შემცირდა. მანამდე მოსკოვმა აშშ-ის დიპლომატიური მისია 755 თანამშრომლით შეამცირა, რის შემდეგაც ამერიკის საელჩოში 455 თანამშრომელი უნდა დარჩენილიყო, ანუ იმდენივე, რამდენიც აშშ-ში რუსულ დიპლომატიურ მისიაში მუშაობს.

ორშაბათს განახლებული მონაცემების თანახმად, მოსკოვში ე.წ. Visitor Visa-ს (B1 კატეგორიის ვიზას — ბიზნესი, B2 კატეგორიის — ტურიზმი) მოთხოვნის შემთხვევაში, ლოდინი 85 კალენდარულ დღეს შეადგენს. იმათთვის, ვინც სტუდენტურ ვიზას აფორმებს, გასაუბრების ლოდინი 36 დღეს შეადგენს. არასაიმიგრაციო ვიზების სხვა სახეობების განმცხადებლებს საშუალოდ 53 დღე ლოდინი მოუწევთ.

აშშ-ის საელჩოში Visitor Visa-ზე გასაუბრების ლოდინის პერიოდი კიევში შეადგენს 4 დღეს, თბილისში — 8 დღეს, პეკინში — 4 დღეს, ასტანაში — 23, ტაშკენტში — 43, ხოლო კაიროში — 23 დღეს.

ყველა ახალი ამბავი
0