აშშ–ის საელჩომ ტაჯიკეთში საქმიანობა შეაჩერა

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიაშშ–ის საელჩოს თანამშრომელი
აშშ–ის საელჩოს თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელ მოქალაქეებს, თუ მათ გადაუდებელი საქმე არ აქვთ, შინ დარჩენას ურჩევენ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ტაჯიკეთში აშშ–ის საელჩომ საქმიანობა შეაჩერა, იუწყება დიპლომატიური მისიის ოფიციალური ფეისბუქგვერდი. 

ამერიკელ მოქალაქეებს, თუ მათ გადაუდებელი საქმე არ აქვთ, შინ დარჩენას ურჩევენ. მათ ასევე ურჩევენ, არ გაუშვან შვილები სკოლებში. 

ტაჯიკეთში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს უკვე სამჯერ დაესხნენ თავს, რა დროსაც 8 სამართალდამცავი  დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელთაგან ორი ლიკვიდირებულია, ხოლო სამი დაჭრილი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0