საქართველოს ფეხბურთის ნაკრების (U-19) მეკარე ჩეხეთის "სლავიაში" გადავიდა

© FB / GFF Football Academyგიორგი ჩოჩიშვილი
გიორგი ჩოჩიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ გოლკიპერის თამაში მწვრთნელთა შტაბს დააკმაყოფილებს, მას ახალგაზრდულიდან ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანენ

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრების (U-19) მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი ჩეხეთის სლავიის მოთამაშე გახდა, აღნიშნულია პრაღის გუნდის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმების ვადა სამ წელზეა გათვლილი.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გიორგი ლორია კმაყოფილია „ანჟიში" გადასვლის გამო

თავდაპირველად ჩოჩიშვილი "სლავიის" ძირითად შემადგენლობაში არ გამოვა, ის ახალგაზრდულ (U-21) შემადგენლობაში ითამაშებს. თუ გოლკიპერის თამაში მწვრთნელთა შტაბს დააკმაყოფილებს, მას ახალგაზრდულიდან ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანენ.

ჩოჩიშვილი თბილისის "საბურთალოს" აღზრდილია. გასული სეზონი მეკარემ იჯარის უფლებებზე კლუბ "შევარდენში" გაატარა.

პრაღის გუნდი "სლავია" ჩეხეთის მოქმედი ჩემპიონია. ამჟამინდელ სეზონში, ოთხი ტურის შემდეგ მას რვა ქულით მესამე ადგილი უკავია.

 

ყველა ახალი ამბავი
0