თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ძირითადმა მეკარემ, გიორგი ლორიამ, რომელმაც ამ კვირაში რუსეთის პირველი ლიგის კლუბ "ანჟის" იჯარის უფლებით შეუერთდა, მაჰაჩყალას გუნდის პრეს-სამსახურს პირველი ინტერვიუ მისცა.
31 წლის გოლკიპერმა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "ანჟიში" გადასვლით მოხარულია, რადგან ეს კარგი გუნდია.
ლორიამ, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს იდაყვის ტრავმა მიიღო, განაცხადა, რომ გერმანიაში წარმატებულად ჩატარდა სახსრის ოპერაცია და აღდგენითი პროცესი მოსალოდნელზე მოკლე აღმოჩნდა.
ფეხბურთელმა სარეაბილიტაციო პერიოდი დაასრულა და ის თანდათან ფორმაში დგება. "ანჟის" შემადგენლობაში ლორიამ უკვე პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ლორია "კრილია სოვეტოვში" 2015 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან სამარელების შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა. მანამდე ქართველი მეკარე იცავდა თბილისის "დინამოსა" და ბერძნული OFI-ს კარს.
"ანჟის" რუსეთის ფეხბურთის პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი უკავია.