საქართველოს ნაკრების მეკარე საფეხბურთო კლუბ "ანჟიში" იჯარით გადავიდა

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი ლორია
გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მეკარე მაჰაჩყალაში თავის პარტნიორებს ორშაბათს შეუერთდება

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მაჰაჩყალის ფეხბურთის კლუბმა "ანჟი" სამარის "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორიას თაობაზე სეზონის ბოლომდე იჯარის შეთანხმებას მიაღწია, იუწყება Р-Спорт ფეხბურთის ეროვნული ლიგის გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით.

ფეხბურთელი გიორგი ლორია - Sputnik საქართველო
გიორგი ლორია რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა ტოპ-ათეულშია

31 წლის მეკარე სამარიდან მაჰაჩყალაში ორშაბათს გაემგზავრება და თავის ახალ პარტნიორებს შეუერთდება.

ლორია "კრილია სოვეტოვში" 2015 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან სამარელების შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა. მანამდე ქართველი მეკარე იცავდა თბილისის "დინამოსა" და ბერძნული OFI-ს კარს.

"ანჟის" შემადგენლობაში თამაშობს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი — ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია.

"ანჟის" რუსეთის ფეხბურთის პრემიერ-ლიგის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი უკავია.

 

ყველა ახალი ამბავი
0