თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და სამარის "კრილია სოვეტოვის" ძირითადი გოლკიპერი გიორგი ლორია ფეხბურთში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეების ათეულში შედის. სტატისტიკაზე დაფუძნებულ მონაცემებს ვებ-გვერდი Чемпионат.ком ავრცელებს.
მიმდინარე სეზონში ლორიამ რუსეთის პრემიერ-ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა. ამ მატჩებში სამარის კლუბის კარში 104-ჯერ დაარტყეს. აქედან 28 — გავიდა. ამგვარად, ქართველი გოლკიპერის კოეფიციენტმა 3,71 შეადგინა და ამ მაჩვენებლით ის რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეების ათეულში (მეათე ადგილზე) მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ლორიასთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სეზონის დასაწყისი, როდესაც ის რამდენჯერმე მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
თუმცა, მიუხედავად სტატისტიკური მონაცემებისა, რუსეთის პრემიერ-ლიგის 22-ე ტურის შემდეგ ქართველი გოლკიპერი ევგენი კონიუხოვმა შეცვალა.
"კრილია სოვეტოვის" მწვრთნელის, ჰანს ვისერის თქმით, ლორიას შეცვლა ნაწილობრივ ლეგიონერებზე ლიმიტით არის გამოწვეული.
რუსეთის ჩემპიონატის ბოლო, 25-ე ტურის შედეგებით, "კრილია სოვეტოვი" 21 ქულით "გავარდნის" ზონაშია.