საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონია

© ФК "Габала"ნიკა კვეკვესკირი
ნიკა კვეკვესკირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა კვეკვესკირმა საგოლე გადაცემა შეასრულა "გაბალას" მატჩში "ინტერის" წინააღმდეგ, რომელიც ანგარიშით 4:3 დასრულდა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი "გაბალას" შემადგენლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ფეხბურთის U-19-ის ჩემპიონატის თასი - Sputnik საქართველო
თბილისში ევროპის ფეხბურთის U-19 ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა

ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა, XXVII ტურში "გაბალამ" საკუთარ მოედანზე "ინტერს" უმასპინძლა, ანგარიშით 4:3 მოიგო და აზერბაიჯანის პრემიერ-ლიგაში მეორე ადგილი გაინაღდა.

კვეკვესკირმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, რომელიც ამ სეზონზე მისთვის მესამე გახდა. აღსანიშნავია, რომ შარშან ნახევარმცველი "ინტერის" შემადგენლობაში თამაშობდა.

რაც შეეხება "ინტერს", ბაქოს გუნდმა, ქართველი სპეციალისტის ზაურ სვანიძის ხელმძღვანელობით, სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. მის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი, 35 წლის ზურაბ ხიზანიშვილი თამაშობს.

აზერბაიჯანის ჩემპიონი 2016/2017 სეზონზე აღდამის საფეხბურთო კლუბი "ყარაბაღი" გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0