საქართველოში ძეგლების რესტავრაციის საკითხს ინტერნეტ-მომხმარებელი გადაწყვეტს

გამოწერა
ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებით შეირჩევა 6 პრიორიტეტული ისტორიული ძეგლი, რომლებსაც უახლოეს მომავალში რესტავრაციას ჩაუტარებენ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალი საზოგადოებრივი პროექტის "ემეგობრე მემკვიდრეობას" ეგიდით სოციალურ ქსელში იწყებს ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან 6 პრიორიტეტული ძეგლის გამოვლენის პროცესს ონლაინ-გამოკითხვის გზით.

ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს თითო ძეგლს ორ კატეგორიაში: საკულტო —საფორტიფიკაციო და არქეოლოგიური ძეგლი.

სასულიერო სემინარია - Sputnik საქართველო
„ემეგობრე მემკვიდრეობას“: ახალი მასშტაბური კამპანია იწყება

როგორც სააგენტოში აცხადებენ, გამოკითხვის შედეგად შეარჩევენ ექვს პრიორიტეტულ ისტორიულ ძეგლს, რომლებსაც უახლოეს მომავალში რესტავრაციას ჩაუტარებენ.

"15 ალტერნატიული ვარიანტიდან საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ხმის ერთჯერადად მიცემის შედეგად შეირჩევა ის 4 საკულტო —საფორტიფიკაციო და 2 არქეოლოგიური ძეგლი (ერთი ხმა საკულტო-საფორტიპიკაციო ძეგლს, ერთი ხმა არქეოლოგიურ ძეგლს), რომელთაც გადაუდებელი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო და კვლევითი სამუშაოების ჩატარება ესაჭიროებათ", — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაში აღინიშნება, გამოკითხვით შერჩეული ისტორიული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის პროგრამულ ნუსხაში მოხვდება. კენჭისყრა 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოები დაფინანსდება კლუბის "ემეგობრე მემკვიდრეობას" საწევრო გადასახადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო და კერძო საქველმოქმედო ფონდებიდან მოზიდულ სახსრებით — თანადაფინანსების წესით.

პეტრას ციხე - Sputnik საქართველო
პეტრას ბიზანტიური ციხე - ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის ივლისში, ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად ახალი მასშტაბური კამპანია — "ემეგობრე მემკვიდრეობას" დაიწყო. პროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და მათი რესტავრაციისადმი საზოგადოებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების ყურადღების მიქცევა.

სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, კლუბში პარტნიორებად სამოქალაქო, პროფესიული და სხვა საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლებს გაწევრიანება ნებაყოფლობით შეუძლიათ.

სააგენტოს წინასწარი გათვლებით, "ემეგობრე მემკვიდრეობის" პარტნიორთა წრე 30 000-მდე წევრს გააერთიანებს, რომელთა წლიური საწევრო შენატანები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კომპლექსური რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს შექმნის.

 

ყველა ახალი ამბავი
0