პეტრას ბიზანტიური ციხე - ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

გამოწერა
პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. პეტრას ბიზანტიური ციხე, რომლის კარგად შენახული ნანგრევები ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი უნდა გახადონ.

ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. ხანგრძლივი ალყის შემდეგ კარგად გამაგრებული ქალაქი სპარსელებმა ხელში ჩაიგდეს. სპარსელებმა ომი წააგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ციხე დაანგრიეს.

ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო
ტურისტებში აჭარით დაინტერესება იზრდება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში იუწყებიან, რომ პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება იგეგმება.

ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.

ციხის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე განიხილება ყოველწლიური ფესტივალის Art Festival Petra-ს გამართვის იდეაც.

აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა ბათუმის სტუმრებისათვის გასართობი პროგრამით აღინიშნა - Sputnik საქართველო
საზაფხულო დასვენება აჭარაში: როგორ ხვდება ბათუმი სტუმრებს

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, აქტიურ პოპულარიზაციას უწევს როგორც საიმიჯო კლიპებით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით“, — ნათქვამია დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პეტრას ციხის ტერიტორიაზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთების კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტში  ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთდ, მონაწილეობენ  ედინბურგელი მკვლევარები ემანუელე ინტალიატა და მართა კარლოტა რავიცა.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხესიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად წარმოადგენდა ლაზების დასახლებას.

ყველა ახალი ამბავი
0