სპეციალისტებმა ბორჯომის ხეობაში ჰაერის ხარისხი შეამოწმეს

© photo: Sputnik / STRINGERნახანძრალი ტყე ბორჯომში
ნახანძრალი ტყე ბორჯომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარე სხვა დასახლებულ პუნქტებშიც

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ბორჯომის ხეობაში, სააც 20 აგვისტოდან ებრძვიან ტყის მასშტაბურ ხანძარს, დასაშვებ ნორმას არ აღემატება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ნახანძრალი ტყე ბორჯომში - Sputnik საქართველო
ხანძრის შედეგები: უახლესი და ექსკლუზიური ფოტოქრონიკა ბორჯომიდან

სპეციალისტებმა ჰაერის ხარისხი იმ დასახლებულ პუნქტებში შეამოწმეს, რომლებიც ხანძრის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. კერძოდ: წაღვერში, ცემში, სადგერში, დაბაში, ტბასა და ყვიბისში; ასევე დაბა ბაკურიანსა და თავად ქალაქ ბორჯომში. 

„კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. აღნიშნული კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარე სხვა დასახლებულ პუნქტებშიც.

ყველა ახალი ამბავი
0