ბორჯომის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, მთლიანობაში დაიწვა 12 ჰექტარი ტყე.
ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელება შეჩერებულია, ხოლო ხანძრის ძირითადი კერები — ჩამქრალი.
ადგილზე მუშაობს 5 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი, აქედან საქართველოს ერთი ვერტმფრენია, სხვები საქართველოს დახმარების მიზნით თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბელარუსიდან ჩამოფრინდნენ.
თუ რა ვითარებაა ამ დროსათვის ბორჯომის ტყეში ხანძრის ადგილას, იხილეთ ბაკურ გელაშვილის ფოტოქრონიკა.