ქართული ხალხური მედიცინა ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა

გამოწერა
ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშად აღიარეს.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნასა და მისი გამოყენების ტრადიციებს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს სახელით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

წყლის მრავალძარღვა - Sputnik საქართველო
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. მრავალძარღვა

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები", — ნათქვამია ბრძანებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო სისტემებსა და იურიდიულ სამსახურებს დაავალა აღნიშნული ობიექტის ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნული ძეგლის შესახებ მონაცემების განთავსების ხელშეწყობა.

Origanum vulgare - Sputnik საქართველო
ორეგანო - თავშავა - სანელებელი, თუ მკურნალი

შეგახსენებთ: მანამდე კულტურის არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქართულ სუფრას, ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ქართული დამწერლობის სამივე სახეობას და ქართულ ჭიდაობას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კონვენციის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია, დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.

ყველა ახალი ამბავი
0