ბელარუსი დაეხმარება საქართველოს ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი მი-26
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი მი-26 - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან ერთად ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ჩაქრობაში საქართველოს ბელარუსი დაეხმარება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში თვითმფრინავი გამოგზავნა, ნათქვამია უწყების ვებ-გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ხანძარი სოფელ დაბას მახლობლად ტყეში 20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას აფერხებს რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი. ამჟამად მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ერთბაშად სამი კერის ჩაქრობას, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. ხანძრის ეპიცენტრი კურორტ ბორჯომიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, დამსვენებლებსა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"დღეს სახელმწიფოს მეთაურის დავალებით ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Ми-26 გაემართა საქართველოში, ძლიერი ტყის ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის მისაღებად", — ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას მეზობელ ქვეყნებს სთხოვს

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე იმყოფება 10 მაშველი, რომლებსაც ეკოსისტემებში ძლიერი ხანძრების ლიკვიდაციის გამოცდილება გააჩნიათ.

Ми-26 — მძიმე მრავალფუნქციური სატრანსპორტო ვერტმფრენია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტვირთამწეობა გააჩნია. ვერტმფრენს 15 ტონამდე წყლის აწევა შეუძლია.

ამჟამად ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 5 ვერტმფრენი — ორი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ერთი აზერბაიჯანის სამაშველო ვერტმფრენი და ორი ვერტმფრენები თურქეთიდან. აგრეთვე ელოდებიან დახმარებას სომხეთიდან.

ბოლო მონაცემებით, დაიწვა 12 ჰექტარი ტყე. ხანძარს ებრძვის 400 მეხანძრე დაშსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი.

მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან მთავრობის დანარჩენი წევრებიც, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში ხანძრის ზონაში სიტუაციის განვითარებას თვალი ადევნეთ "Sputnik-საქართველოს" ვებ-გვერდზე >>

ყველა ახალი ამბავი
0