სომხეთიდან მომავალი მიკროავტობუსი საქართველოში ტრაქტორს შეეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიაში დაშავებული ექვსი პირი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. Mercedes Benz Vito-ს მარკის მიკროავტობუსი, რომელიც სომხეთიდან საქართველოში მიემართებოდა, ქუთაისი-სამტრედია ავტომაგისტრალის 21-ე კილომეტრზე, წყალტუბოსთან ახლოს, ტრაქტორს შეეჯახა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურში.

უწყების მონაცემებით, ავტოავარიის შედეგად ექვსი პირი დაშავდა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარია ქუთაისის შემოვლით გზაზე: დაღუპულია ხუთი ადამიანი

მიკროავტობუსის მგზავრთა რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მგზავრთა შორის ორი 7 წლის გოგონა იყო.

საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურში იუწყებიან, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა", რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0