თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მასმედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი თვის ორსული ქალია.
„ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. მიმდინარეობს გამოძიება“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.