რკინიგზელების შიმშილობა - უშედეგო ძალისხმევა

გამოწერა
რკინიგზის თანამშრომლების ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანას საპროტესტო აქციები მოჰყვა

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. რკინიგზის თანამშრომლები განაგრძობენ შიმშილობას "საქართველოს რკინიგზის" შენობის წინ. მოშიმშილეთა რიცხვი ორიდან ათამდე გაიზარდა.

რკინიგზელების უკმაყოფილება ორი თანამშრომლის ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანამ გამოიწვია. ისინი ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციას არ სურს ტრანსპორტზე მათი ხარჯების დაფარვა. რკინიგზელებმა 15 აგვისტოს თბილისში "საქართველოს" რკინიგზის" შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს, ორმა რკინიგზელმა კი — შიმშილობა. შემდეგ ერთ-ერთი მოშიმშილე დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს, თუმცა რა პირობებზეა საუბარი, უცნობია.

რკინიგზელების აქცია - Sputnik საქართველო
რკინიგზელების პროტესტი: შიმშილობს ერთი ადამიანი

მოშიმშილე რკინიგზელი უჩა ღვთისიაშვილი აცხადებს, რომ "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაცია მას სახლიდან ახალ სამუშაო ადგილამდე გზის საფასურის გადახდაზე უარს ეუბნება. ამ ინფორმაციას კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ.

სოლიდარობის ნიშნად მოშიმშილეს შეუერთდნენ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები და შიმშილობა დაიწყეს.

ისინი მოითხოვენ "საქართველოს რკინიგზის" პრეს-სამსახურის უფროსის, დაჩი ცაგურიასა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვასილ ხორავას გადადგომას.

ამასთან, აქცია მასშტაბური ხასიათის არ გახდა — ორშაბათ საღამოს აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.

"საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ მოშიმშილე თანამშრომელს შეთავაზებულ პირობებზე დასაფიქრებლად ვადა 1 სექტემბრამდე მისცა. ამავდროულად, ადმინისტრაცია ახალ პროფკავშირებს აქციის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0