რკინიგზელების პროტესტი: შიმშილობს ერთი ადამიანი

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პროტესტანტ რკინიგზელებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. "საქართველოს რკინიგზის" ორი მოშიმშილე თანამშრომლიდან ერთმა ამ უკიდურეს ზომაზე უარი განაცხადა.

რკინიგზელების უკმაყოფილება ორი თანამშრომლის ერთი რეგიონიდან მეორეში გადაყვანამ გამოიწვია. ისინი ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციას არ სურს ტრანსპორტზე მათი ხარჯების დაფარვა. რკინიგზელებმა 15 აგვისტოს თბილისში "საქართველოს" რკინიგზის" შენობის წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს.

© FB / Youth GTUCრკინიგზელების აქცია თბილისში
Акция железнодорожников у центрального здания Грузинской железной дороги  - Sputnik საქართველო
რკინიგზელების აქცია თბილისში

გუშინ საღამოს მოშიმშილეების მხარდასაჭერად მივიდნენ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და სტუდენტური ორგანიზაცია "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. იქვე განაცხადეს, რომ შიმშილობის დაწყებას კიდევ ექვსი ადამიანი აპირებს.

აქციის მონაწილეებმა "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობა ერთ-ერთ მოშიმშილესა და მის ოჯახზე ზეწოლაში დაადანაშაულეს, რის შედეგად მან შიმშილობა შეწყვიტა.

"ვახო (ვახტანგ ცისკარიშვილი) ძალიან ცუდად არის, მას წვეთოვან გადასხმას უკეთებენ. მთელი ღამე მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ მას ხელი მოეწერა დოკუმენტზე გადაყვანაზე თანხმობის შესახებ", — განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა ირაკლი ლეჟავამ.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
რკინიგზელები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

საუბარია ორი თანამშრომლის გურჯაანიდან მარნეულში გადაყვანის თაობაზე.

"საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციაში ბრალდება უარყვეს.

"არავის მოუხდენია მასზე ზეწოლა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მასზე ზეწოლას პროვოკაციული ძალები ახდენდნენ, რომ მას შიმშილობა გაეგრძელებინა", განაცხადა "რკინიგზის" იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა კლარჯეიშვილმა.

პროტესტანტებს გუშინ საღამოს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აბა დოლიძე. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის განხილვას აპირებს.

© photo: Georgian Trade Unions / FBპრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე
Парламентский секретарь президента Анна Долидзе - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე

აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ სცადეს "საქართველოს რკინიგზის" მთავარი შენობის წინ კარვების გაშლა. პოლიციამ მათ ამაში ხელი კვლავ შეუშალა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ აქციის მონაწილეთა უმრავლესობა დაიშალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0