თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს პრინტის საერთაშორისო ფესტივალ Life-N-Style-ს.
ღონისძიება 21 აგვისტოს დაიწყო და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის მოედნები: TBC ბანკის ბათუმის გალერეა, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ფესტივალის ფარგლებში ტარდება გამოფენები და თემატური სემინარები.
როგორც აღნიშნულია, პრინტის ფესტივალი თანამედროვე მხატვრების, კოლექციონერების, სპეციალისტების და მოყვარულების შემოქმედებითი სინთეზის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს. Life-N-Style-ის კონცეფცია თანამედროვე ხელოვნების ახალ ინტერიერებში დანერგვასა და თანამედროვე ცხოვრებაში ინტეგრაციას წარმოადგენს.
"LIFE N STYLE" — ცხოვრების სტილი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების — ბეჭდვითი მედიის ისეთი დარგების განვითარებასა და პოპულარიზაციას როგორიცაა: ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტა, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია და გრავიურა. ეს ხელოვნების ის მოძველებული დარგია, რომელიც ციფრულმა ტექნოლოგიამ ჩაანაცვლა და ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა ახლებური გააზრებით",- ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობენ თანამედროვე ოსტატები, მხატვრები და გრაფიკოსები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ბათუმის გარდა, ფესტივალი ჩატარდება მესტიაში, თელავში, ოზურგეთსა და თბილისში.
პრინტის ფესტივალი "LIFE N STYLE" აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაცია "არტ კავკასიას" ორგანიზებით იმართება.