საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა არჩევნების თარიღის განკარგულებას

© Sputnik / Levan Avlabreliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საარჩევნო ურნა
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საარჩევნო ურნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს პრეზიდენტმა სამშაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღე — 21 ოქტომბერი გამოაცხადა და კონსტიტუციის შესაბამისად, ის ხელმოწერისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში გადააგზავნა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღე დაასახელა

"პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაცია უკვე მოახდინა", — განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.

დოკუმენტი ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება, შემდეგ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

ამჟამად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა შვიდი პარტია, კიდევ რვა პარტიამ მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ყველა ახალი ამბავი
0