საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღე დაასახელა

© REUTERS / David Mdzinarishviliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უკვე შვიდი პარტიაა დარეგისტრირებული

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დღედ 21 ოქტომბერი დაასახელა.

კანონმდებლობით, ადგილობრივი არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება 2017 წლის 17 ოქტომბერს. დოკუმენტი გადაგზავნილია კონტრასიგნაციისთვის (ერთობლივი ხელმოწერა)", — განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

ცესკო - Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია შვიდმა პარტიამ გაიარა

კანონმდებლობით, დოკუმენტი არჩევნების თარიღის შესახებ გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობის წევრებთან ერთად განიხილავს ამ განკარგულებას. მინისტრთა კაბინეტი თუ დაეთანხმება მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, პრემიერი კონტრასიგნაციით არჩევნების თარიღს დანიშნავს.

საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ დოკუმენტი უკვე მიღებულია და პრემიერ-მინისტრი მას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერს.

ამჟამად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა შვიდი პარტია, კიდევ რვა პარტიამ მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას შემდეგი პარტიები მიიღებენ: „საქართველოს ევროპული დემოკრატები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, “ „ხალხის პარტია“  „მამულიშვილთა ორდენი სამშობლო“, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ და „ახალი მემარჯვენეები“.

 

ყველა ახალი ამბავი
0