ტიხრული მინანქრის ხელოვნება: სამკაული, რომელიც სიყვარულს ასხივებს

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილი
მარიამ თუშიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ თუშიშვილი მხატვარია. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს დედის რჩევით ტიხრული მინანქრის შესწავლა გადაწყვიტა. პირველივე დღეს ისე დაინტერესდა ამ ტექნიკით და იგი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მარიამის სამკაულები სიყვარულს ასხივებენ, ამიტომაც ადამიანებს გულგრილს არასდროს ტოვებენ

- როდის დაინტერესდით ტიხრული მინანქრის ხელოვნებით? როგორ შეისწავლეთ და რამდენად საინტერესო იყო ეს პროცესი თქვენთვის?

— სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს შევიტყვე ტიხრული მინანქრის შესახებ, დედას ძალიან უნდოდა შემესწავლა მინანქრის ტექნიკა და მისი სურვილის ასრულება გადავწყვიტე. გალერეა ორნამენტში თეა გურგენიძესთან დავიწყე ტიხრული მინანქრის შესწავლა. პირველივე დღიდან „მოვიწამლე“  მინანქრის სიყვარულით. ყველაზე ჯადოსნური მომენტია, როდესაც ერთი ჩვეულებრივი მეტალის ფირფიტისგან ეტაპობრივად ქმნი ძვირფასეულობას.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა

- სამუშაო მასალად რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც მინანქარი? რით არის ეს მასალა  გამორჩეული?

— ძალიან მომწონდა და მიზიდავდა ფერადი მინა და მისგან დამზადებული აქსესუარები. მინანქრის ტექნიკით დაინტერესებით და მისი შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის სფეროა რომელიც მიყვარს და მაძლევს უამრავ შესაძლებლობას, რომ ვაკეთო არა მარტო სამკაული, არამედ ბევრი სხვა ნივთი, რომელიც ყოველდღიურობას გაალამაზებს. ჩემი თითოეული ნამუშევარი არის ექსკლუზიური და არ აქვს ანალოგი, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი ნივთი არის იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც ჩემთვის უძვირფასესი და სათუთია. ყველა ნივთში ჩვენი ქართული სულის ნაწილი არის მოთავსებული.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა  - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა

- რამდენად აქტუალურია დღესდღეობით მინანქრისგან დამზადებული სამკაული?

— მართალია უკვე ძალიან ბევრი მუშაობს მინანქარზე, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ამის მიუხედავად მინანქარი მაინც არ კარგავს აქტუალურობას და ინტერესს. ისევე როგორც ხელნაკეთი ნივთები არ კარგავს ინტერესს და დაფასებას.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა ბაბთა-ჰალსტუხი
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა ბაბთა-ჰალსტუხი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა ბაბთა-ჰალსტუხი

- თქვენი ნამუშევრები საკმაოდ რთული და დახვეწილი დეტალებისგან შედგება. ძნელია ამ ფორმებზე და დეტალებზე მუშაობა?

— ვერ ვიტყვი, რომ ადვილია და ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან ძნელია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ჩემი საქმე და სამკაულზე მუშაობა. ჯერ იბადება იდეა და მერე ვცდილობ ხორცი შევასხა. ვცდილობ სულ ახალი ელემენტები შევძინო, რომ მოსაწყენი და ერთფეროვანი არ გავხადო ნამუშევარი. მინდა ყოველთვის გამორჩეული და ღირებული იყოს ჩემს მიერ დამზადებული ნივთები. სადმე რომ ვნახო ჩემს მიერ გაკეთებული სამკაული არ უნდა შემრცხვეს. ყოველი ნივთი განსაკუთრებულად მიყვარს და დიდი სიყვარულით ვამზადებ. მიმაჩნია, რომ აურას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ძალიან კარგ ხასიათზე ვიყო სამკაულის შექმნის დროს, რათა დადებითად დავმუხტო ნივთი.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა

- თქვენს ნამუშევრებში ფერები საოცრად ერწყმის ერთმანეთს. როგორ ქმნით ფერთა გამას?

— ფერთა გამა თავისით მოდის იდეიდან გამომდინარე. ზოგჯერ ვჯდები სამუშაოდ და ისე მიდის პროცესი, რომ ვერც ვხვდები როგორ დასრულდა ნამუშევარი. ფერების სინთეზი პროფესიიდან გამომდინარე მიადვილდება და ღრმად ზის ჩემში. მაქვს ჩემი საყვარელი ფერები, თუმცა ვცდილობ ნამუშევრებში მხოლოდ ამოჩემებული ფერები არ გამოვიყენო და მრავალფეროვანი ფერებით გავახალისო  ნამუშევრები.

-  სამკაულის გარდა რა ნივთებს ქმნით?

— გავაკეგე დიდი კედლის სარკე, რომელიც ჯერჯერობით ჩემი  ყველაზე დიდი ნამუშევარია. მის შექმნაზე ცხრა თვე ვმუშაობდი. ჩემს შვილს ვეძახი. გაკეთებული მაქვს ქამრები, თმის სამაგრი და ნაძვის ხის სათამაშოები. დაწყებული მაქვს სახლის დეკორატიული ნივთები, რომლებსაც მალე დავასრულებ.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივი მარიამ თუშიშვილის გულსაკიდი
მარიამ თუშიშვილის გულსაკიდი - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის გულსაკიდი

- გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— დიახ, გამოფენებში ხშირად ვიღებ მონაწილეობას. ძირითადად ჯგუფურ გამოფენებში. სეზონურად გალერეა ორნამენტი აწყობს თემატურ გამოფენებს, კიდევ ერთ-ერთი სტარტაპერი ვარ და მათ მიერ ორგანიზებულ გამოფენებში ვიღებ მონაწილეობას. ასევე შარშან სექტემბერში პირველი თბილისი ethno fest 2016 ჩატარდა სადაც გავხდი გრამპრის მფლობელი, დასახელებული ხუთი  ნომინაციის გამარჯვებული, რაც მოულოდნელი და ამავდროულად ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის.

- როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ქართველი ქალები? რა ფერებს და სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

— ქართველი ქალები ძალიან დახვეწილები და გემოვნებიანები არიან, მოსწონთ ორიგინალური და განსხვავებული სამკაულები. ფერებს რაც შეეხება ეს ინდივიდუალურია.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა

- თქვენი აზრით რა როლს თამაშობს ქალის ცხოვრებაში ლამაზი  სამკაული? რა გავლენას ახდენს ის ქალის გარეგნობაზე, ხასიათზე?

— ვთვლი, რომ ძალიან ალამაზებს თვითოეულ მანდილოსანს სამკაული, განსაკუთრებულს გამორჩეულს და დახვეწილს ხდის მას. თუნდაც ერთი პატარა აქსესუარი მის სამოსს გაამრავალფეროვნებს.

© მარიამ თუშიშვილის პირადი არქივიმარიამ თუშიშვილის ნაკეთობა
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა - Sputnik საქართველო
მარიამ თუშიშვილის ნაკეთობა

- თქვენს ხელოვნებაში რაიმე სიახლის შეტანას ხომ არ გეგმავთ?

— ბევრი გეგმა მაქვს და ბევრი ახალი მასალის ათვისებას ვაპირებ. სიახლეების სიახლეების გარეშე წარმოუდგენელია განვითარება და გაზრდა.  მე სულ ძიებაში ვარ, ფერის ფორმის და მასალის. ფერადი ქვები არის ჩემი სუსტი წერტილი და ვცდილობ გავამრავალფეროვნო ნამუშევრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0