ფესტივალი One Caucasus 2017 წერაქვში აგვისტოში გაიმართება

© FB/ OneCaucasusOne Caucasus 2014
One Caucasus 2014 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი სიმბოლურად ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების მიმდებარედ.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო ფესტივალი One Caucasus 2017 მარნეულის რაიონის ქართულ სოფელ წერაქვში 24-27 აგვისტოს მეოთხედ ჩატარდება.

ფესტივალის მთავარი მიზანია — კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდობისათვის ხალისიანი, მშვიდობიანი და უსაფრთხო სივრცის შექმნა.

One Caucasus 2017-ზე საკუთარი მონაწილეები წარადგინეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, პოლონეთმა და სენეგალმა.

პრინტის საერთაშორისო ფესტივალი - Sputnik საქართველო
ბათუმში პრინტის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება

აზერბაიჯანის მხარეს წარმოადგენს მუსიკალური კოლექტივები — Ahmedowsky Trio, Yogaddin-ი, Bays boys group-ი, Les gardiens du silence-ი და Natig Rhythm Group-ი. სომხეთს წარადგენს Jrimurmurner-ი, Marbey, Vishup Ensemble. პოლონეთსა და სენეგალს — Masala Soundsystem-ი, Psio crew და Pako Sarr-ი.

საქართველოდან ფესტივალზე წარდგებიან მუსიკალური ჯგუფები Infest-ი, Kanudosi და Gordela.

გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამაშია სხვადასხვა კინოჩვენებები, ხალხური რეწვის ნაწარმის ბაზრობები, სხვადასხვა თემატური სემინარები და საბავშვო ზონა.

ფესტივალ One Caucasus 2017-ზე ტრადიციულად მოეწყობა საფესტივალო სოფელი, გათვალისწინებულია უფასო კემპინგ-ზონა და უფასო ტრანსპორტი თბილისიდან.

ფესტივალ One Caucasus 2017-ზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0