მღებრიშვილი: ხანძარი ბორჯომის ტყეში ლოკალიზებულია

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში დაახლოებით ხუთი ათასი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ტყეში, სოფელ დაბის სიახლოვეს, ლოკალიზებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მღებრიშვილი ხანძრის ადგილზე ჩავიდა, რათა ცეცხლის ჩაქრობის პროცესს უშუალოდ უხელმძღვანელოს. ხანძარი 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლის სწრაფი გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. დაბნელებამდე ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენი მონაწილეობდა. მთელი ღამე მეხანძრეების გზას წმენდნენ, რომ ადგილზე სპეცტექნიკა მისულიყო.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
საქართველოში კვირას ოთხი ხანძარი ჩააქრეს

"მ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მიმდინარეობს უკვე ხანძრის ლიკვიდაცია. წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ ადგილობრივებს, სამაშველო სამსახურებსა და სახანძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად რელიეფის საკმაოდ რთული მდებარეობისა. ასევე, ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი და თუკი ბუნებრივი პირობები ხელს შეგვიწყობს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება", — ციტირებს პირველი არხი მღებრიშვილის სიტყვებს.

მთლიანობაში ხანძარმა ტყის დაახლოებით ხუთი ჰექტარი გაანადგურა.

ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე ტყის მასივის ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიწვა. ამ ტერიტორიაზე ბოლო წლებში დამწვარი ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წარმოებდა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქონების დაზიანების მუხლით.

 

ყველა ახალი ამბავი
0