https://sputnik-georgia.com/20170820/xanzari-sofel-dabashi-237033998.html
ხანძარები არ წყდება: ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყე იწვის - ვიდეოკადრები
ხანძარები არ წყდება: ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყე იწვის - ვიდეოკადრები
Sputnik საქართველო
ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სპეცტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო ჭირს, ადგილზე მუშაობა ვერტმფრენმა დაიწყო 20.08.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-08-20T17:54+0400
2017-08-20T17:54+0400
2023-08-17T18:48+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/i/logo/logo-social.png
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2017
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, საქართველო, ხანძრები საქართველოში
შემთხვევები, საქართველო, ხანძრები საქართველოში
ხანძარები არ წყდება: ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყე იწვის - ვიდეოკადრები
17:54 20.08.2017 (განახლებულია: 18:48 17.08.2023) ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სპეცტექნიკის მიყვანა რთული რელიეფის გამო ჭირს, ადგილზე მუშაობა ვერტმფრენმა დაიწყო
თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასთან ტყის მასივი იწვის, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა სამუშაოებს აფერხებს ტერიტორიის რთული რელიეფი. ამის გამო მეხანძრეები ადგილამდე მისვლას ტექნიკით ვერ ახერხებდნენ.
„ეს არის სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორია… ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურები და შსს-ს ქვედანაყოფები. ხანძრის გავრცელების ფართობი ჯერჯერობით უცნობია“, — განაცხადა რაიონის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას კი განაცხადა, რომ ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით 300-400 მეტრია.
„საზმაუს“ პირველი არხის ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე მუშაობს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
შეგახსენებთ: ივლისის ბოლოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყის 5 ჰექტარზე გაჩენილ ცეცხლს ასამდე მეხანძრე მრავალი საათის განმავლობაში აქრობდა.