სოფელ დაბასთან ხანძარი ჯერ ვერ ჩააქრეს - საქმეში მოსახლეობაც ჩაერთო

© Borjomi Municipalityხანძარი ბორჯომის რაიონში
ხანძარი ბორჯომის რაიონში - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. უკვე ორ საათზე მეტია, სახანძრო ბრიგადები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ბორჯომიის რაიონის სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი - Sputnik საქართველო
ხანძარები არ წყდება: ბორჯომში, სოფელ დაბასთან ტყე იწვის - ვიდეოკადრები

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცეცხლის კერასთან დასახლებული პუნქტებიდან ყველაზე ახლოს სოფელი ყვიბისია. თუმცა ამ ეტაპზე დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

ამ დროისათვის დაწყებულის ხანძრის საწინააღმდეგო თხრილების გავლება. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოსახლეობაც ჩაერთო. 

შეგახსენებთ: სოფელ დაბასთან, 2008 წლის ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, რომელიც დაახლოებით 1 ჰა ფართობზეა გავრცელებული.

ყველა ახალი ამბავი
0