ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

© photo: Sputnik / Vladimyr Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე ანპილოგოვი შეტევაზე
ალექსანდრე ანპილოგოვი შეტევაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
63 წლის ვეტერანი ხელბურთელი ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია საქართველოდან, რომელმაც ეს ტიტული 1976 წლის მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სახელგანთქმულ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონ ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა, იუწყება „საზმაუს“ პირველი არხი.

ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო
სალუქვაძე სპორტის საპატიო რაინდი გახდა

ხეჩიკაშვილმა სპორტსმენს სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო თბილისში მიმდინარე 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გადასცა. 

ღონისძიებას საქართველოს ხელბურთისა და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენის თანაგუნდელები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზსაც, სადაც მსოფლიო პირველობის ფინალი გაიმართა საფრანგეთისა და ესპანეთის ჭაბუკთა გუნდებს შორის.

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრე ანპილოგოვი
Олимпийский чемпион гандболист Александр Анпилогов - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ანპილოგოვი

63 წლის ვეტერანი ხელბურთელი ალექსანდრე ანპილოგოვი გერმანიაში ცხოვრობს. ის ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია საქართველოდან, რომელმაც ეს ტიტული 1976 წლის მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

გარდა ამისა, ანპილოგოვი არის 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1974 წლიდან 1984 წლამდე იყო სსრკ ნაკრების ლიდერი, კარიერა კი 1992 წელს გერმანიის "ლანდცხუტში" დაასრულა.

2000-01 წლებში ანპილოგოვი საბერძნეთის ქალთა ნაკრებს ავარჯიშებდა. არის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

ყველა ახალი ამბავი
0