სალუქვაძე სპორტის საპატიო რაინდი გახდა

© Т. Кулумбегашвилиნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტის საპატიო რაინდის წოდება მიენიჭათ ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიით სროლაში ნინო სალუქვაძეს და მის მწვრთნელს - მამას ვახტანგ სალუქვაძეს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიით სროლაში, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე სპორტის საპატიო რაინდის წოდებით დაჯილდოვდა, იუწყება საქართველოს სპორტის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.

ანალოგიური წოდება მიენიჭა ასევე ვახტანგ სალუქვაძეს — ნინოს მწვრთნელსა და მამას.

სამახსოვრო მედლები სპორტსმენსა და მის მწვრთნელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ყველა სახის ოლიმპიური მედალი მოიპოვა — ოქრო და ვერცხლი — 1988 წელს და ბრინჯაო — 2008 წელს.

რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები სალუქვაძისთვის რიგით მერვე ოლიმპიადა იქნება. თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში ეს შედეგი მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენს აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0