თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ახალ 166-ე სეზონს 17 სექტემბერს გახსნის.
ტრადიციულად, საოპერო სეზონი ზაქარია ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება.
საღამოს სოლოსტები — თიმურაზ ბუბუშვილი, მაყვალა ასპანიძე, გიორგი ჭელიძე, ელენე ჯანჯალია, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ირა იოსებიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ირინა შერაზადაშვილი და ფილიპე და ალექსანდრე გაჩავები იქნებიან.
დადგმაში ასევე მონაწილეობენ თეატრის გუნდი და ორკესტრი დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით და „სუხიშვილების“ ნაციონალური ბალეტი.
ხოლო 20 სექტემბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი.
166-ე საბალეტო სეზონი კი კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბით“ გაიხსნება, რომლის განმეორებითი ჩვენება 23-24 სექტემბერს გაიმართება.
ბალეტის მოყვარულებს 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს ცნობილ ქორეოგრაფ მიხეილ ფოკინთან შეხვედრა ელოდებათ.