საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბელარუსში მოლაპარაკებები გამართა

© FB / POGსაქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბელარუსის გენერალური პროკურორი ალექსანდრ კონიუკი
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბელარუსის გენერალური პროკურორი ალექსანდრ კონიუკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ბელარუსის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა განიხილეს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების კუთხით

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბელარუსის გენერალური პროკურორი ალექსანდრ კონიუკი მინსკში ორმხრივი მოლაპარაკებების დროს უწყებებს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პროკურორების საერთაშორისო ასოციაციის რეგიონული კონფერენცია - Sputnik საქართველო
სხვადასხვა ქვეყნის პროკურატურების თანამშრომლები თბილისში კონფერენციაში მონაწილეობენ

შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსის მთავარ პროკურორებს შორის რამდენიმე დღის წინ შედგა, მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა. სამუშაო ვიზიტის დროს შოთაძეს ახლდა მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე, კახეთის რეგიონის საოლქო პროკურორი ვაჟა ფანოზაშვილი და მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი მერაბ მურღულია.

"შემდგარი შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასა და საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციას შორის ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის სამეთვალყურეო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას", — აღნიშნულია ბელარუსის გენერალური პროკურატურის განცხადებში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ბელარუსის გენერალურ პროკურატურას შორის 2015 წლის 22 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვლისწინებული საკითხები. მხარეებმა განიხილეს ასევე დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლისა და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების და გამოცდილების ურთიერთგაზიარების თემები.

 

ყველა ახალი ამბავი
0