ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სოფლის ტურიზმს განიხილავენ

© photo: courtesy of Adjara Tourism Departmentმთიანი აჭარა
მთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი და უცხოელი ექსპერტები სოფლის ტურიზმის განვითარების სფეროს აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბათუმში 8-9 სექტემბერს ჩატარდება კონფერენცია "სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები", აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შავი ტბა აჭარაში - Sputnik საქართველო
შავი ზღვიდან შავ ტბამდე: ახალი ტურისტული ადგილი აჭარაში

კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სოფლის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამები, ღვინის ტურიზმის სტანდარტები, ასევე ტურისტების მოზიდვა და სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისებისა და აქტივობების დანერგვის პარალელურად.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები, მოხსენებები, სემინარები და დისკუსიები. კონფერენციის მონაწილეები და სტუმრები დაათვალიერებენ აჭარის ტურისტულ ადგილებს და გაეცნობიან სიახლეებს, რომლებსაც რეგიონი სტუმრებს სთავაზობს.

კონფერენცია იმართება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრებიან საოჯახო სასტუმრო სახლების, ტურისტული სააგენტოების, სოფლისა და ეკოტურიზმის დარგის, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0