სკანდალური GEM Fest-ი და სისხლის სამართლის საქმე: სიგუა დაკითხვაზე დაიბარეს

© FB/ GEMFESTIVALGus Gus, GEM Fest
Gus Gus, GEM Fest - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ტელეარხ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარასკევს საგამოძიებო სამსახურშია დაკითხვაზე დაბარებული

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ის ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს, იუწყება „საზმაუს“ პირველი არხი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ GEM Fest-ის თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, თუ ადმინისტრაცია თავის ფინანსურ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად ჩაატარებენ, ასევე მიმართავენ სამართლებრივ ნორმებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე №092090817006, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ  Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით“, — იუწყება „საზმაუს“ პირველი არხი საგამოძიებო სამსახურზე დაყრდნობით.

ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ტელეარხ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარასკევს საგამოძიებო სამსახურშია დაკითხვაზე დაბარებული.

„ხვალ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვარ დაბარებული დაკითხვაზე“, — თქვა სიგუამ.

ფესტივალის ორგანიზატორი ირწმუნება, რომ სახელმწიფო სახსრები არ მიუთვისებია.

ფესტივალი GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
სკანდალური GEM Fest-ი: ორგანიზატორი ვალების გასტუმრების პირობას დებს

„ერთი თეთრი არ მიგვიღია GEM Fest 2017-ის ფარგლებში. რამდენიმე არტისტს გადაუხადა სახელმწიფომ ფული ფესტივალზე გამოსასვლელად“, — განმარტა მან.
სიგუას თქმით, ფინანსური პრობლემები ფესტივალის ორგანიზატორ კომპანიას იმის გამო შეექმნა, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე არენდატორებმა არ გადაიხადეს არენდის ფული. ამასთან, თავად კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა.

GEM Fest-ი წელს მთელი თვე გაგრძელდა — 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე. ფესტივალის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი სიგუამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ წელს ფესტივალი ფინანსურად მომგებიანი არ აღმოჩნდა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ინტოქსიკაციის გამო ფესტივალის სტუმარი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმეს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, იყო მრავალი სხვა ფორს-მაჟორიც: წვიმა, ქარიშხალი, სასეტყვე და საშტორმო გაფრთხილება. რამაც საბოლოოდ შეუშალა კიდეც ხელი კომპანიას ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში.

ყველა ახალი ამბავი
0