თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელბურთის U-19 ნაკრებმა ბრაზილიის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში იმართება, ანგარიშით 23:32 წააგეს და საბოლოოდ მეოცე ადგილზე გავიდნენ.
შეხვედრის პირველ ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც ანგარიშზეც აისახა — 16:14 ბრაზილიის სასარგებლოდ. თუმცა მეორე ნახევარში ქართველმა ხელბურთელებმა შეცდომები დაუშვეს და ამან სამხრეთამერიკელ სპორტსმენებს ანგარიშში სხვაობის ცხრა ქულამდე გაზრდის შესაძლებლობა მისცა.
ბრაზილიელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ ტარისიო ოლივეირა დასახელდა, რომელმაც 12-ჯერ შეაგდო ბურთი მოწინააღმდეგის კარში. ხოლო ქართველთა შორის გიორგი ლაპიაშვილი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 7 გოლია.
პრეზიდენტის თასი, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილებზე გასულ ნაკრებებს შორის თამაშდებოდა, ნორვეგიის ნაკრებმა მოიპოვა. ნორვეგიელებმა სერბეთის ნაკრები ანგარიშით 30:25 დაამარცხეს.
დღეს, 17 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის ყველა ნახევარფინალისტი განისაზღვრება. მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
- შვედეთი — ხორვატია
- პორტუგალია — საფრანგეთი
- იაპონია — ესპანეთი
- რანია — რუსეთი