საქართველოს ხელბურთის ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

© FB / Handballgeo2017საქართველოს ხელბურთის ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს ბრაზილიი გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც სერბეთის ნაკრებთან ანგარიშით 26:27 დამარცხდა.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხელბურთში (U-19)  ნორვეგიის გუნდს  პრეზიდენტის თასის გათამაშებაში ანგარიშით 21:39 დაუთმო, რომელიც საკუთარ ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება. 

შეხვედრის პირველ ნახევარში ბექა ორჯონიკიძის აღსაზრდელები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ და შესვენების გამოცხადების დროისთვის ხუთი ბურთით — 12:17 აგებდნენ.

თუმცა, მეორე ტაიმში ვითარება მოედანზე მკვეთრად შეიცვალა, პირველივე წუთებიდან ნორვეგიელებმა ტემპს მოუმატეს და ზედიზედ ოთხი შედეგიანი შეტევა განახორციელეს. ასეთ „დარტყმას“ კი ქართველმა ხელბურთელებმა ვერ გაუძლეს და შესაბამისად, სხვაობა ანგარიშში კიდევ უფრო გაიზარდა.

საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 21:39 დასრულდა, ხოლო 19-ე ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს ბრაზილიელებს დაუპირისპირდება, რომელმაც პარალელურ მატჩში სერბეთთან დამარცხდა — 26:27.  

© FB / Handballgeo2017საქართველოს ხელბურთის ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა
Сборная Грузии по гандболу проиграла Норвегии на чемпионате Мира - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

„ჩილეს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ გუნდმა ძალების აღდგენა ვერ მოახერხა. ამასთან, ჩვენ ბევრი ტრავმირებული გვყავს. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ბიჭებმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს, როცა მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შეხვდნენ. ჩვენთვის ხომ ასეთი მასშტაბის ტურნირი პირველია, რომელშიც ჩვენი გუნდი მონაწილეობს“, — განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

ასე რომ, პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებენ ნორვეგიისა და სერბეთის გუნდები, შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 20 აგვისტომდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0