თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ივლისში ჰაერის ტემპერატურამ ნორმას 1-2,5 გრადუსით გადააჭარბა, ნათქვამია გარემოს ეროვნულის სააგენტოს Facebook-გვერდზე.
სპეციალისტების აზრით, მაღალი ტემპერატურა განპირობებული იყო თვის პირველ დეკადაში საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებით.
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ზესტაფონში +39,7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში - ლაგოდეხში +39 გრადუსი.
თბილისში, 1881 წლიდან დღემდე,2017 წლის ივლისი სითბოს მიხედვით იყო ყველაზე ცხელი 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ.
თვის საშუალო ტემპერატურამ +26,7 გრადუსი შეადგინა. ყველაზე ცხელი ივლის იყო 2000 წელს — +27,7 გრადუსი.
რაც შეეხება 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ქ. ქუთაისში +40,4 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთში — თბილისში +39, 8 გრადუსი.