თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ ცხელი და მზიანი ამინდი თბილისში მომავალი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
დროდადრო შესაძლებელია მცირე მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა.
კვირის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება, ხოლო მინიმალური — 21. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
კვირის განმავლობაში მზე ამოვა 06:07 – 06:13 საათზე, ხოლო ჩავა 19:54 – 20:02 საათზე.