ექსპერტები: ელიავას ბაზრობის ტერიტორიის გამწვანება შეუძლებელია

© photo: Sputnikელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა ელიავას ბაზრობის ტერიტორიის გრუნტი შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება შეუძლებელია.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  თბილისში ელიავას ქუჩაზე მდებარე ბაზრობის ტერიტორიის კვლევამ აჩვენა, რომ გრუნტი გამწვანებისთვის არ გამოდგება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს" „არქიტექტურისა და რეკლამის კომპანიაში“.

ივლისში ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ექსპერტებმა ბაზრობის ქალაქის ცენტრიდან გადატანის აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. მათი სიტყვებით, აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად უნდა გადაიქცეს. 

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ელიავას ბაზრობის ხანძარი - პრობლემები, რომელთა ჩაქრობა ხელისუფლებას სასწრაფოდ მოუწევს

ლაბორატორია „მულტიტესტის“ სპეციალისტების კვლევამ აჩვენა, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორია დაფარულია სამშენებლო ნაგვით, ქვებითა და ღორღით. ტერიტორია იმდენად დაბინძურებულია, რომ ექსპერტებს საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რათა სინჯები აეღოთ. 

„სავაჭრო ცენტრ „დიდუბის“ ტერიტორიის გრუნტის ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად ნუტრიენტების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებლებისა, რომელიც აუცილებელია მცენარეების ზრდისთვის, გრუნტის შემადგენლობა (ნიადაგი 20%, ქვები და ღორღი 80%) მწვანე   საფარისთვის არადამაკმაყოფილებელია“, — ნათქვამია კვლევაში.

აღნიშნული ტერიტორიის გამწვანებისთვის ახალი ნიადაგია საჭირო, რომელიც სამშენებლო მასალებისა და ქვებისგან გაწმენდის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს.

ელიავას ბაზრობა 1995 წელს 13,2 ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებულია 15 ათასი  ადამიანი — როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0