თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებების მწვრთნელთა შტაბმა იმ სპორტსმენთა საბოლოო სია დაასახელა, რომლებიც საქართველოს აგვისტოს ბოლოს პარიზში მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ.
თავისუფალ ჭიდაობაში მთავარი კრიტერიუმი გახდა ორი ტურნირი: მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატი და თბილისის გრან-პრი. საბოლოოდ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი არჩევანი გააკეთა:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თავისუფალ ჭიდაობაში
(-57 კგ) — ბექა ლომთაძე
(-61 კგ) — ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
(-65 კგ) — ზურაბ იაკობაშვილი
(-70 кг) — ზურაბ ერბოწონაშვილი
(-74 кг) — ჯუმბერ ყველაშვილი
(-86 кг) — დავით ხუციშვილი
(-97 кг) — ელიზბარ ოდიკაძე
(-125 кг) — გენო პეტრიაშვილი
რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს, გუნდის მწვრთნელის, ბექა როყვას მთავარი სატკივარი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ დათუნაშვილის მდგომარეობა იყო, რომელიც ამა წლის მაისში დანით დაჭრეს. საბედნიეროდ, სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს და ის წლის მტავარი ტურნირის შემადგენლობაში შეიყვანეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
(-59 кг) — ლაშა მარიამიძე
(-66 кг) — გოგა გოგიბერაშვილი
(-71 кг) — შმაგი ბოლქვაძე
(-75 кг) — მინდია წულუკიძე
(-80 кг) —ზურაბ დათუნაშვილი
(-85 кг) — რობერტ ქობლიაშვილი
(-98 кг) — რევაზ ნადარეიშვილი
(-130 кг) — ლევან არაბული
მსოფლიო ჩემპიონატი 21-26 აგვისტოს გაიმართება. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები 21 და 22 აგვისტოს გათამაშდება, შემდეგი ორი დღე ორთაბრძოლები ქალთა შორის ჩატარდება, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეები მედლებისთვის 25 და 26 აგვისტოს იბრძოლებენ.