ბაქოდან თბილისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იფრენს

© AFP 2024 / GIUSEPPE CACACE ბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით "აზერბაიჯანის ავიხაზების" ნაცვლად, Buta Airways-ი იფრენს.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიუანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული რეისების შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

„ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
„ურალის ავიახაზებმა“ „ჟუკოვსკიდან“ თბილისში პირველი რეისი შეასრულა

Buta Airways-ი "აზერბაიჯანის ავიახაზებს" (AZAL) ჩაანაცვლებს. თავდაპირველად დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AZAL-ის რეისებს კვირაში ოთხჯერ ჩაანაცვლებს, ხოლო 29 ოქტომბრიდან მხოლოდ Buta Airways-ი იფრენს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბერი — 24 მარტი) საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის ავიამიმოსვლის სიხშირე გაიზრდება. ფრენები არსებული 10 სიხშირის ნაცვლად, კვირაში 14 სიხშირით (დღეში ორჯერ) Embraer E190 / E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა, ნათქვამია განცხადებაში.

Buta Airways "აზერბაიჯანის ავიახაზების" სტრუქტურაში შექმნილი ავიაკომპანიაა, რომელიც Low Cost-ის მოდელს ეფუძნება.

ყველა ახალი ამბავი
0