„ურალის ავიახაზებმა“ „ჟუკოვსკიდან“ თბილისში პირველი რეისი შეასრულა

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკში„ურალის ავიახაზები"
„ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი გახდა მეშვიდე მიმართულება, სადაც „ურალის ავიახაზები“ მოსკოვის გარეუბან „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან ფრენებს განახორციელებს

თბილისი, 5 აგვისტო-Sputnik. რუსეთის ავიაკომპანია „ურალის ავიახაზებმა“ პირველი რეისი შეასრულა მოსკოვის გარეუბან „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით, განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო სამსახურმა.

თვითმფრინავი საქართველოს დედაქალაქის აეროპორტში 15 წუთის დაგვიანებით დაჯდა.

თვითმფრინავები „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენენ-ორშაბათს  და შაბათს. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.

თბილისი გახდა მეშვიდე მიმართულება, სადაც „ურალის ავიახაზები“ მოსკოვის გარეუბან „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან იფრენენ.

Airzena Georgian Airways - Sputnik საქართველო
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნა

ივლისის შუა რიცხვებში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შეამცირა Georgian Airways-ის ფრენების რაოდენობა, იმის გამო, რომ  საქართველოს ავიაციის ხელმძღვანელობამ უარი უთხრა „ურალის ავიახაზებს“ თბილისის მიმართულებით „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან, საზაფხულო განრიგით,  ოთხი რეისის განხორციელებაზე.

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რუსეთმა Georgian Airways--ს შეზღუდვები მოუხსნა.

ორშაბათს, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა Georgian Airways--ს შეზღუდვები მოუხსნა თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენებზე, ამასთან ქართულმა მხარემ შეათანხმა „ურალის ავიახაზებთან“ „ჟუკოვსკიდან“ თბილისისკენ ფრენების განრიგი.

თბილისსა და მოსკოვს შორის გარდა ჩამოთვლილი კომპანიებისა დაფრინავენ ავიაკომპანიები S7 და „Аэрофлот“-ი.


ყველა ახალი ამბავი
0