ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო კლინიკა
სამედიცინო კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად  საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

კვადროციკლები - Sputnik საქართველო
ბორჯომში სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა

ტურისტი ქალი და კიდევ რამდენიმე ადამიანი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც ის გადაბრუნდა. დაშავებულთა შორისაა  4 წლის ბავშვი, რომელიც კლინიკაში მოათავსეს.

ტელეკომპანიის ცნობით,  დაღუპული ქალი და დაშავებულები არიან ტურისტები ერთ–ერთი არაბული ქვეყნიდან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0