ბორჯომში სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliკვადროციკლები
კვადროციკლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტი ქალი კვადროციკლით სეირნობდა, რომელიც გადაბრუნდა. ამას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში დღეს სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის გამოც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 შსს–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
თბილისში ავტოავარიისას დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ

ინფორმაციის თანახმად, ტურისტი ქალი და კიდევ რამდენიმე ადამიანი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც ის გადაბრუნდა. დაშავებულთა შორისაა ბავშვი, რომელიც კლინიკაში მოათავსეს.

ტელეარხის ცნობით, დაღუპული ქალი და დაშავებულები არიან ტურისტები ერთ–ერთი არაბული ქვეყნიდან.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0