თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უაქციზო სიგარეტის შენახვასა და გადაზიდვაში ბრალდებულები დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს ქვემო ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. ბრალდებულებს ჩამოერთვათ 3,9 ათასზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლებიც რეალიზებისთვის იყო განკუთვნილი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით „პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა“, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.