„ბელუგა“, „ნეფტი“ და ZUMERRET — ამოღებულია კონტრაბანდული სასმელი და სიგარეტი

გამოწერა
უაქციზო პროდუქციის რეალიზაციას თბილისსა და ბათუმში ორი ჯგუფი ახორციელებდა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს უაქციზო BELUGA-ს და NEFT-ის მარკის ალკოჰოლური სასმელები და ასევე ZUMERRET-ის ბრენდის სიგარეტი, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ კონტაბანდული საქონლის რეალიზაციას ორი ჯგუფი ახორციელებდა. ერთი ჯგუფი ალკოჰოლური სასმელების BELUGA-სა და NEFT-ის (96 ბოთლი) რეალიზაციას თბილისში ახორციელებდა, ხოლო მეორე ჯგუფი ბათუმში სიგარეტის რეალიზაციას ახდენდა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლით ("პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0