საქართველო–რუსეთის საზღვარზე საკონტროლო–გამშვები პუნქტი ევაკუირებულია

© FB / Ministry of Finance of Georgiaსაკონტროლო–გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დარიალის ხეობაში თერგის ადიდებამ საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა და საკონტროლო–გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის" ევაკუაცია გამოიწვია

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველო–რუსეთის საზღვარზე საკონტროლო–გამშვებმა პუნქტმა "ყაზბეგმა" მუშაობა დროებით შეწყვიტა, მისი თანამშრომლები ევაკუირებული არიან, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დარიალის ხეობა - Sputnik საქართველო
საქართველოს სამხედრო გზაზე თერგის ადიდების გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ევაკუაციის მიზეზი მდინარე თერგის ადიდება გახდა. წინასწარი ინფორმაციით, წყლის დონის მომატება ღვარცოფმა გამოიწვია, რომელმაც მდინარის ერთი შენაკადი ჩახერგა.

"დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი" თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა", – ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს სამხედრო გზაზე დაკეტილია. გზის სახიფათო მონაკვეთებზე არცერთი ავტომობილი არ მოძრაობს, ხოლო გზის 134–135–ე კმ მონაკვეთზე მოძრაობა ქვეითად მოსიარულეებისთვისაც აკრძალულია.

ყველა ახალი ამბავი
0