თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე, არსებულ ადრეული გაფრთხილების სისტემაში შემოვიდა საგანგაშო სიგნალი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის სამსახური კი აცხადებს, რომ ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიაზე მდინარე თერგის ადიდებამ გამოიწვია.
„საქართველოს ტერიტორიაზე მდინარე თერგის წყლის დონის მომატებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს სამხედრო გზაზე რუსეთიდან გასასვლელის მხარეს თბილისის დროით 15:00 საათიდან ვითარების ნორმალიზებამდე ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, მდინარეში წყლის დონის მატება ღვარცოფმა გამოიწვია, რომელმაც თერგის ერთი