საქართველო და რუსეთი სსპ „ყაზბეგის“ და „ზემო ლარსის“ მოდერნიზაციას გააგრძელებენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტის ბოლოს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები შვეიცარიული კომპანია SGS-ის მონაწილეობით საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმების განხორციელების თაობაზე კონსულტაციებს გაივლიან.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის სრულყოფის საკითხს შესამჩნევი ყურადღება დაეთმო.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში სამშაბათს გაიმართა.

„ამჟამად საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი–ზემო ლარსი“ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მას დღე-ღამეში უკვე 600-მდე სატრანსპორტო ერთეულის გატარება შეუძლია. ორივე ქვეყნის ექსპერტები… ახლა მისი მოდერნიზაციის სამუშაოებს გააგრძელებენ“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კარასინის განცხადებას.

მოლაპარაკებათა კიდევ ერთ განსახილველ თემას წარმოადგენდა შვეიცარიული კომპანია SGS-ის მონაწილეობით საბაჟო ადმინისტრირების შეთანხმების ამოქმედება, რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა. ეს საქმიანობა უნდა დაჩქარდეს, რითიც მარტის ბოლოს კონსულტაციების მონაწილეები დაკავდებიან, განაცხადა კარასინმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს

2016 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 800 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

„ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების კუთხით გასული წლის შედეგები ძალზე დადებითად შევაფასეთ. უპირველეს ყოვლისა, საკმაოდ გაიზარდა საქონელბრუნვა — 17%-ით, მისმა წლიურმა დონემ 800 მილიონი დოლარის მაჩვენებელს მიაღწია. ქართული პროდუქციის ექსპორტის ბაზრებს შორის და საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი პირველ ადგილს დამაჯერებლად იკავებს“, — განაცხადა კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ 2016 წელს რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტებიც გაიზარდა.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინმა ქართველი სამხედრო პირის ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

„საქართველოში რუსეთიდან ჩასული ტურისტების რაოდენობამ უკვე მილიონ ადამიანს გადააჭარბა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვენ ქვეყანაში სტუმრობისთვის ორჯერ მეტი ვიზა გაიცა, ეს უფლება 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო“, — განაცხადა კარასინმა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამჟამად დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ნარჩუნდება. შემდეგი შეხვედრა მაისში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0