ნარკოვაჭრობისთვის დაკავებულ ძმებს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულ ძმებ ჯაფაროვებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შენახვა–შეძენასა და რეალიზებაში ბრალდებულებს, მახა და ნაზიმ ჯაფაროვებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულია სასამართლოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ძმები ჯაფაროვები 11 აგვისტოს საღამოს დააკავეს. ფონაჭალაში მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას შსს–ს თანამშრომლებმა ნარკოტიკები ამოიღეს. გარდა ამისა, სამინისტრომ გამოაქვეყნა ფარული ვიდეოთვალთვალის კადრები, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები მცირე, სახლის ჩხრეკისას ამოღებულის მსგავს დაფასოებულ შეკვრებს გადასცემენ ერთ–ერთ პირს. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა - ვიდეოკადრები

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა  შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. გამოძიებისთვის ცნობილია მათი გასაღების 5 ფაქტი 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულ მახა ჯაფაროვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 17 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე,  ყავისფერი ნივთიერება, ხოლო ბრალდებულ ნაზიმ ჯაფაროვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – 16 ცალად დაფასოებული იმავე ფერისა და სუნის ნივთიერება.

ძმებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. საუბარია სსკ–ის 260–ე მუხლის ორ ნაწილზე, რომელთაგან ერთი 7–დან 14 წლამდე, ხოლო მეორე 8–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0