თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში, ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. შს სამინისტრომ გაასაჯაროვა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ნაჩვენებია ბრალდებული თუ როგორ გადასცემს პირს დაფასოებულ შეკვრას.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).